ბიუჯეტი მიღებულია – მთავრობა 2023 წელს რეკორდულ 21.9 მილიარდს დახარჯავს

ბიუჯეტი მიღებულია – მთავრობა 2023 წელს რეკორდულ 21.9 მილიარდს დახარჯავს

საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიით მთავრობის ხარჯები 726 მილიონი ლარით გაიზრდება და ის 21.9 მილიარდ ლარს მიაღწევს. 

სამინისტროების მიხედვით დაფინანსებები ასე ნაწილდება:

● ჯანდაცვის სამინისტრო – 6,858 მლნ, ზრდა 2022-თან 620.9 მლნ ლარი;
● რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 3,331 მლნ, ზრდა 2022-თან 355.9 მლნ ლარი;
● განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 2,031 მლნ,  ზრდა 2022-თან 345.9 მლნ ლარი;
● თავდაცვის სამინისტრო – 1,260 მლნ, ზრდა 2022-თან 177.6 მლნ ლარი;
● შინაგან საქმეთა სამინისტრო – 1,106 მლნ, ზრდა 2022-თან 143.5 მლნ ლარი;
● გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 698 მლნ, კლება 2022-თან -44.6 მლნ ლარი;
● ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 558 მლნ, კლება 2022-თან -374.2 მლნ ლარი;
● კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო – 431 მლნ, ზრდა 2022-თან 30.4 მლნ ლარი;
● იუსტიციის სამინისტრო – 392 მლნ,  ზრდა 2022-თან 71.8 მლნ ლარი;
● საგარეო საქმეთა სამინისტრო – 186 მლნ, ზრდა 2022-თან 9.4 მლნ ლარი;
● ფინანსთა სამინისტრო – 106 მლნ,  ზრდა 2022-თან 0.6 მლნ ლარი.

მსხვილი სამინისტროების მიხედვით, ცვლილებები ასე ნაწილდება:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 798,7 მლნ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ პირველად გეგმასთან შედარებით გაზრდილია 771.1 მლნ ლარით (ხოლო 2022 წლის ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებასთან შედარებით გაზრდილია 561.1 მლნ ლარით). ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია:

o  მოსახლეობის სოციალური დაცვა – 4 813,9 მლნ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 792,7 მლნ ლარით (ხოლო 2022 წლის ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებასთან შედარებით გაზრდილია 702.4 მლნ ლარით). 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 978,6 მლნ ლარით, რაც 2022 წლის ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 293,7 მლნ ლარით, მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

o  სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 293,4 მლნ ლარი, რაც წინა წლის პირველ დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 136,0 მლნ ლარით. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატის და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 975.9 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 1 543,2 მლნ ლარი, გრანტებში გათვალისწინებულია 13.9 მლნ ლარამდე, კრედიტებში გათვალისწინებულია 1 418.8 მლნ ლარამდე. ძირითადი პროგრამების მიხედვით ასიგნებები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:

o საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები – 1 894.0 მლნ ლარი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 1 231,5 მლნ ლარი;
o რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – 347,9 მლნ ლარი;
o წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია – 520,0 მლნ ლარი;
o მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა – 67,0 მლნ ლარი;
o ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია – 137,3 მლნ ლარი;
o სხვა დანარჩენი პროგრამები – 9,7 მლნ ლარი.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…